Void Acoustics

VOID Acoustics - რევოლუცია ხმის სისტემებში



(Rental Georgia VOID Acoustics setup at MZESUMZIRA - 5 JUL 2024)


VOID Acoustics, პრინციპში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს სახელწოდება უახლესი აუდიო ტექნოლოგიის სინონიმი გამოჩენის თანავე გახდა, რადგან Წარმოების დაწყების მომენტიდან მსმენელმა მიიღო სრულყოფილი პროდუქტი ახლებური ხმის სისტემების - რასაც რეზონირებადი სისტემა ეწოდება.

VOID Acoustics-ის ფილოსოფიის ბირთვში დგას ერთგულება ორი მთავარი მახასიათებლის რომელიც ერთმანეთს  აძლიერებს. Ეს მახასიათებლები არის ხმის რეზონირებადი გავრცელება და დიზაინი. Ხშირ შემთხვევაში ორი ამგვარად განსხვავებული მახასიათებლის სრულყოფისას ხდება ერთი მეორეს შორის არჩევანის გაკეთება (მაგალითად ავტოინდუსტრია - არჩევანი სისწრაფესა და დიზაინს შორის) მაგრამ ამ პროდუქტის გენიალურობა სწორედ ამით განისაზღვრება რომ ზემოხსენებული ორივე მახასიათებელი სწორედ რომ ერთმანეთიდან გამომდინარეობს და რომელიმეს სრულყოფილება სწორედ მეორე მახასიათებლის სრულყოფას ნიშნავს.


Განსხვავება რეზონანსული ხმის სისტემასა და ტრადიციულს შორის

VOID Acoustics-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეზონანსული ხმის სისტემების შემუშავებაში, რაც შორს არის დინამიკების ტრადიციული ინსტალაცია-გამოყენებისგან. “ჩვეულებრივი” დინამიკებისგან განსხვავებით, რომლის ფიზიკური მუშაობის პრინციპი ეყრდნობა ცალკეულ კომპონენტებს ხმის რეპროდუქციას და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მათი მემბრანა პირდაპირ არის სუფთა ჰაერში მოთავსებული და მის უკან მომუშავე მაგნიტის პოლარიზებადი დენის მიწოდების ხარჯზე ახდენს ჰაერში ბგერითი ტალღების გამოტყორცნას, რეზონანსული ხმის სისტემები ფუნქციონირებს ფუნდამენტურად განსხვავებული პრინციპით. 

რეზონანსული ხმის სისტემები:


რეზონანსული ხმის სისტემა არის დინამიკის სისტემა, რომელიც იყენებს რეზონანსის პრინციპებს ხმის წარმოებისთვის. ტრადიციული დინამიკებისგან განსხვავებით, რომლებიც ეყრდნობიან ცალკეულ დრაივერებს სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონისთვის, რეზონანსული სისტემა იყენებს დახურულ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს როგორც რეზონანსული კამერა.


(Rental Georgia Void Setup at REBORN Events Pomona Bar 12 JUL 2024)


ძირითადი მახასიათებლები:

დიდი, დახურული სტრუქტურა: ეს სტრუქტურა, ხშირად ხისგან ან მეტალო-მინის შენადნობისგან არის დამზადებული და ეფუძნება რეზონირების მეთოდს რაც თავის თავში ხმის არეკვლისგან გამოწვეულ ჯღერადობის გაძლიერებასა და სრულყოფას გულისხმობს. 

იმპულსი: სტრუქტურს იმპულსს აძლევს დრაივერი ერთი ან მეტი გადამყვანით, რომლებიც ელექტრო სიგნალებს მექანიკურ ვიბრაციად გარდაქმნიან.

რეზონანსი: სტრუქტურა ტალღებს არეზონირებს კონკრეტულ სიხშირეებზე და აძლიერებს გადამცემების მიერ წარმოქმნილ ხმას.

მიმართულება: რეზონანსული კამერის ფორმა და მასალები გავლენას ახდენს ხმის გავრცელების მიმართულებაზე.

პოტენციური სარგებელი:

გაუმჯობესებული დაბალი სიხშირის რეაგირება: სწორედ რეზონირების ხარჯზე, ამგვარ სისტემებს შეუძლიათ უფრო ღრმა და ძლიერი ბასის წარმოება, შესაძლებელია ასევე პროგრამულად დრაივერის პოლარიზება და სხვადასხვანაირი კონფიგურაციის მიცემა რაც საშვალებას იძლევა მისი ქმედითი არეალი Subwoofer-დან შორს ან ახლოს იყოს.

უფრო ფართო ტკბილი წერტილი: ხმის დისპერსია შეიძლება იყოს უფრო თანაბარი, რაც ქმნის თავისებურ ჟღერადობრივ სირბილეს რაც განსაკუთრებით მიმზიდველია დიდი ხნის მანძილზე დარტყმითი ბგერების (ელექტრონული მუსიკა) და ამგვარი იმპულსების მოსმენისას.

შემცირებული დამახინჯება: ინდივიდუალური დრაივერების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებით, და მათი სიხშირეების მანუალურად პროგრამული განსაზღვრებით დამახინჯების პოტენციური წყაროები მცირდება.

გაძლიერებული ჩაძირვა: თანმიმდევრულ ხმის ველს შეუძლია შექმნას უფრო ღრმა ჟღერადობა.



(Rental Georgia VOID Setup at SAORSA Event 21 JUL 2024)


Ინსტალაცია


VOID-ის სისტემის განთავსება კონკრეტულ სივრცეში მოითხოვს როგორც ფიზიკური ინსტალაციის სიზუსტეს ასევე მისი ხმის გამაძლიერებლების ზუსტ და სკურპულოზულ პროგრამირებას კონკრეტული სივრცის პარამეტრების და კომპონენტების მიხედვით


Ხშირ შემთხვევაში Სწორედ ამ პროცესის არაპროფესიონალურმა წარმართვამ შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირ რომ ვთქვათ ცუდი ჟღერადობრივი შედეგი, უარეს შემთხვევაში სისტემის დაზიანება ან უკიდურეს შემთხვევაში მისი გაფუჭება


Კონკრეტულმა პიროვნებამ რომელიც პასუხისმგებელია სისტემის პროგრამულ და საინსტალაციო ნაწილზე აუცილებლად უნდა იცოდეს:

  • 0-20000 HZ ბგერების სეგმენტირება და მისი ფიზიკური რხევითი ბუნების საფუძვლები
  • Უნდა გააჩნდეს Ელექტროენერგიის გადაცემის და გავრცელების მინიმალური მაგრამ საჭირო ცოდნა
  • Უნდა ერკვეოდეს აკუსტიკურ მოვლენებში - როგორიცაა სუფთა ჰაერში ბგერის გავრჩელება და შესაბამისად სუფთა ჰაერის მიღების პრინციპები - რაც ხშირ შემთხვევაში ფესტივალების პრობლემაა - ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ უნდა შეძლოს ძირითად სისტემმდე დამატებითი კომპონენტების ინსტალაცია რომელიც სხვა სცენებიდან მოსულ სიგნალებს დაიჭერს და ამგვარად მისცემს ძირითად სისტემას სუფთა ჰაერში ფუნქციონირების საშვალებას
  • Უნდა იყოს უკომპრომისო და მაქსიმალისტი - რადგან ინსტალატორების მხრიდან ხშირია მისთვის მარტივი გამოსავლების შეთავაზება რაც არცერთშემთხვევაში კარგად არ სრულდება.


Საშუალო და ზედა სიხშირული კომპონენტების განთავსება არ შეიძლება მსმენელის ყურის ჰიფსომეტრიულ დონეზე, იგი უნდა განთავსდეს მინიმუმ 1მ სიმაღლით ზემოთ და ქონდეს დახრა როგორც L:R ერთმანეთისკენ ასევე ვერტიკალურად ზევიდან ქვევით.

Აქვე უნდა ვახსენოთ ერთი საკმაოდ გავრცელებული პრინციპი რომლის მიხედვითაც შეიძლება მათი მარტივი ინსტალაცია:

Სისტემის მოპირდაპირე კედელი იყოფა 3 ტოლ ნაწილზე ისევე როგორც სიგრძით ასევე სიმაღლით და იგი სწორდება მისი მხარის მესამედის სიმაღლის და სიგრძის XY გადაკვეთის წერტილზე.


Სისტემის თავსებადობა სხვა აკუსტიკურ და არააკუსტიკურ ტრადიციულ ხმის სისტემებთან:


Აქ ხმის ინჟინრების აზრები ორად იყოფა - ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ არ შეიძლება რეზონირებადი სისტემის სხვა კომპონენტებთან ერთად ამუშავება მაგრამ პრაქტიკაში არსებობს ისეთი სეთაფები სადაც სწორედ ხმის ინჟინერის ვირტუოზულობის ხარჯზე ხდება ამგვარი ინსტალაცია და იძლევა კარგ შედეგს. Აქვე უნდა აღინიშნოს რომ არსებობს უხეში წესები რომელიც ამ შემთხვევაში უნდა დაიცვას ინსტალატორმა:


  • Არ შეიძლება წინა ხაზზე მომუშავე კომპონენტების სხვა სისტემით გაძლიერება, მაგრამ სეგმენტირებისას შეიძლება სხვადასხვა კომპონენტის გამოყენება - მაგალითად რეზონირებადი სისტემის საშუალო და ზედა სიხშირული კომპონენტები და სხვა პრემიუმ ხარისხის სისტემის დაბალსიხშირული კომპონენტები ანუ Subwoofer-ები. Აქაც საჭიროა ინსტალატორის ვირტუოზული მიდგომა და ცოდნა კონკრეტული სისტემების სიხშირეებზე რადგან არ მოხდეს ფანტვითი და რეზონირებადი სისტემებიდან ერთიდაიგივე სიხშირეების გამოტყორცნა და მომხმარებელმა დიდი ხნის განმავლობაში ამგვარი სიგნალების სმენის გამო მეორე დღეს სმენითი ხმაური ან ბაყაყის ეფექტი არ აიკიდოს.


  • Თუ ხდება სხვა სისტემის DELAY-კომპონენტად მუშაობა აუცილებელია სისტემა იყოს 3 ზოლიანი და ფარავდეს ყველა სიხშირეს რომელსაც გამოსცემს ძირითადი სისტემა. Მისი სიძლიერე კი შეიძლება შეადგენდეს მაქსიმუმ 35%-ს იმ პირობებში რომ Delay დგას კონკრეტული სივრცის ზუსტად შუაში და შესაბამისი სიგრძით/დაგვიანებითი პარამეტრით არის გასწორებული. 



Ეს სტატია გვინდა დავასრულოთ ჩვენთვის საამაყო ქართული ხმის სისტემის SIONI HIFI სლოგანით


Only good System is a Sound System!


სტატიის ავტორი: ალექსანდრე ჯულაყიძე

Sound Systems

Shop Now

Lighting Systems

Shop Now

Additional Equipment

Shop Now

Setups

Shop Now