Pioneer CDJ
Pioneer CDJ-ის ევოლუცია: კომპაქტ დისკებიდან კლუბის სტანდარტამდე
Pioneer's CDJ (Compact Disc Jockey) ლეგენდარული ინსტრუმენტია ელექტრონული მუსიკის არტისტების სამყაროში. გადავხედოთ ამ ინოვაციური ტექნიკის ისტორიას, როგორ მუშაობს და რატომ რჩება ის DJ ფავორიტად.
შექმნის ისტორია
DJ სამყაროს 1994 წლამდე მართავდა ვინილი, სანამ პიონერმა წარადგინა CDJ-500, პირველი კომერციულად წარმატებული CD პლეერი, რომელიც შექმნილია სპეციალურად დიჯეებისთვის. ეს ინოვაციური აპარატი მათ სთავაზობდა ისეთ ინოვაციურ ფუნქციებს, როგორიცაა - Jog Dial, Cueing და Looping. რამაც CDJ ვინილზე მოსახერხებელ და მრავალმხრივ ალტერნატივად აქცია.
ფუნქციონალობა
Pioneer CDJ არსებითად ციფრული ფირფიტსაკრავია. Ის არტისტებს აძლევს საშუალებას დაუკრან ციფრული აუდიო ფაილები და ამასთან დაკვრის პროცესში გამოიყენონ სხვადასხვა ციფრული ხელსაწყო მათ სამართავად. Ძირითადად ყველა ასეთი ფუნქცია დროს უკავშირდება მაგრამ ამავდროულად თავად მჟღერი ფაილის დრო (ტემპი) უკავშირდება მის ტონალობას და ეს უკანასკნელი არტისტს ფენომენალურ მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს.
Jog Wheel: არის Vinyl-ის ტრიალის ციფრული ანალოგი, რაც იძლევა საშუალებას ფიზიკურად გადაწიო ან გადმოწიო დროითი ლოკაცია კონკრეტულ ფაილში (ტრეკში)
Hot Cues & Loops: ტრეკში კონკრეტული ლოკაციური პუნქტების დამახსოვრებით არტისტებს ეძლევათ სასვალება მყისიერად მოახდინონ აღნიშნული მომენტიდან ამ ტრეკის გასაგრძელება შექმნან უწყვეტი Loop სხვადასხვა თვლის ოდენობის, ტაქტის ოდენობის ან უბრალოდ საწყისი წერტილიდან - დამბრუნებელ წერტილამდე - ეს ყველაფერი გაცილებით მეტ ვარირების საშვალებას იძლევა მის წინამორბედთან შედარებით.
დიდი, საინფორმაციო ეკრანი: ტრეკების ტალღის ფორმების, დაკვრის პოზიციის და საშემსრულებლო ინფორმაციის (ორიგინალი ტემპი, კონკრეტული ტემტი, ტონალობა) ვიზუალიზაცია.
რატომ ირჩევენ არტისტები Pioneer CDJ-ებს
Pioneer CDJ გახდა ინდუსტრიის სტანდარტი რამდენიმე მიზეზის გამო:
ინდუსტრიაში წამყვანი კონსტრუქციის ხარისხი: შექმნილია პროფესიონალური გამოყენების სიმძიმის გაძლებისთვის და უძლებს მრავალმხრივ სტრესულ გარემოებას როგორიცაა ტრანსპორტირება, ცივი-ცხელი-ნესტიანი ჰავა და ა. Შ.
ინტუიციური განლაგება: ფუნქციის კონტროლი კარგად არის განთავსებული და ადვილად მისადგომი.
ფუნქციების ფართო სპექტრი: ძირითადი მოდელებიდან დაწყებული ფუნქციებით სავსე ფლაგმანებამდე, CDJ არის ინსტრუმენტი, რომელიც შეესაბამება ყველა დიჯეის საჭიროებებს.
საიმედოობა: დიჯეებს შეუძლიათ ენდონ თავიანთ CDJ-ებს უნაკლო შესრულებაში, მათი გამოყენების გარკვეული პრაქტიკის ოდენობის შემდეგ კი ჩნდება ეგრეთ წოდებული კუნთების მეხსიერება (muscle memory) რომელიც არტისტების აძლევს მათი გამოყენების საშვალებას ინსტიქტური მოძრაობების ხარჯზე - სწორედ ეს უკანასკნელი აქცევს მას მაღალტექნოლოგიური მოწყობილობიდან - მუსიკალურ ინსტრუმენტად.
სტატიის ავტორი: ალექსანდრე ჯულაყიძე