Xone 92 VS Xone 96


ჩვენი ბლოგის პირველი თემა DJ Mixer-ს, კერძოდ კი ამ მიმართულებით 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ბრენდის Allen & Heath-ის ყველაზე გავრცელებულ მოდელებს Xone 92 და Xone 96-ების შედარებას დაეთმობა:


10 მთავარი განმასხვავებელი, რომელიც 4 მიმართულებად იყოფა:



დაკავშირება



  • USB Interface - Xone 96-ს აქვს 2 ჩაშენებული USB Audio Interface რაც მას აძლევს საშუალებას ერთდროულად 2 სხვადასხვა ციფრული ელემენტი (კომპიუტერი ან სხვა) დაიკავშიროს და მასში შემავალი ანალოგური ტიპის სიგნალი გადასცეს მათ, ასევე შესაძლებელია ციფრული წყაროდან (კომპიუტერი ან სხვა) შემოუშვაას სიგნალი და გამოატაროს მის ანალოგ ეკვალაიზერში - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 6 დან ნებისმიერ არხზე შეგიძლიათ დასვათ ციფრული სიგნალი და რაც მთავარია ამ არხის EQ-ს გამოყენებაა შესაძლებელი --- Xone 92-ს ნამდვილად აკლია ეს ფუნქცია და შემოიფარგლება მხოლოდ MIDI საათის გადაცემის ფუნქციით.


  • Return A, Return B - Xone 96-ს დამატებული აქვს 2 Return Signal Port - რომელიც ზრდის მის მოქნილობას გარე წყაროებიდან შემავალი სიგნალის კუთხით



შესრულების მახასიათებლები



  • პარამეტრული EQ გაგზავნის და დაბრუნების არხებზე - Xone 96 გთავაზობთ პარამეტრულ EQ-ს გაგზავნის და დაბრუნების არხებზე, რაც უფრო ზუსტ და ფართო სპექტრის კონტროლს გაძლევთ ჟღერადობაზე.


  • ფილტრები - სხვადასხვა შემსრულებლის სიტყვებზე დაყრდნობით (Richie Hawtin, Jeff Mills, Sama Abdulhadi, Ellen Alien) Xone 96-ის ფილტრები ბევრად რეზონანსულია წინამორბედზე და მისგან განსხვავებით "ჩართვა/გამორთვა" არ ახდენს გავლენას ხმაზე მისი რეგულირების მიუხედავად


  • Fader - Xone 96-ს აქვს რეგულირებადი Crossfader, რომელიც სიგნალის მრუდი ან გლუვი ჭრის კონფიგურაციის საშვალებას იძლევა



გამოყენება



  • ზომა, წონა - Xone 96 შედარებით მოზრდილი და მძიმე აპარატია Xone 92-თან შედარებით, რაც არტისტისთვის "Faders & Knobs" რეგულირების ფიზიკურ თავისუფლებას იძლევა მაგრამ ის ნაკლებად კომპაქტური და მსუბუქია მის წინამორბედზე - Xone 92


  • შეგრძნება - მიუხედავად იმისა, რომ განლაგება მსგავსია, ზოგიერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ Xone 96-ის რეგულატორები ნაკლებად მბრუნავი და შესაბამისად მეტად მგრძნობიარეა.



სხვა განმასხვავებლებლი



  • LED Signal Monitor - Xone 96-ს ექვსივე არხზე აქვს Led Monitor - რომელიც არტისტს აძლევს საშვალებას სრულად აკონტროლოს სიგნალი ვიზუალურად.


  • Mic/FX - Xone 92-ს აქვს გამოყოფილი მიკროფონის ჩამრთველი Xone 96-სგან განსხვავებით, რაც ამ უკანასკნელს არ გააჩნია, მაგრამ ის უკეთეს EQ მოქნილობას იძლევა ამ არხებზე.


  • ფასი - იქიდან გამომდინარე, რომ Xone 96 უახლესი და განვითარებული მოდელია იგი უფრო ძვირი ღირს მის წინამორბედზე, მაგრამ Xone 92 - ოც წელზე მეტია ერთგულად ემსახურება ელექტრონული მუსიკის სცენას და მისი როლი ამ ინდუსტრიის განვითარებასა და მშენებლობაში ნამდვილად იმსახურებს მის სტატუსს რომელიც ერთ სიტყვაში უკეთ გამოიხატება და ეს სიტყვა არის "ლეგენდარული"



სტატიის ავტორი: ალექსანდრე ჯულაყიძე




Sound Systems

Shop Now

Lighting Systems

Shop Now

Additional Equipment

Shop Now

Setups

Shop Now